ტელეკომპანია
„კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის შეფასებით, ე.წ. Mast Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით, ისეთი ფორმულირება გამოვიდა, რომ „კავკასიის“ საქმე გაფუჭდა.
მაუწყებლობის
სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით, ჯანგირაშვილმა განცხადება სოციალური ქსელის
„Facebook“–ის საშუალებით გააკეთა.
მისი
თქმით, ის მასთქერით აღფრთოვანებულების საყურადღებოდ აცხადებს, რომ „კავკასიას“ ეს პრინციპი საერთოდ არ ეხება.
„ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, რომ ‘’მე-9 არხისთვის" და ‘’მაესტროსთვის" საქმე არ გამეფუჭებინა, თუმცა საბოლოოდ გამოვიდა ისეთი ფორმულირება, რომ ‘’კავკასიის" საქმე გაფუჭდა. როგორც ვატყობ, ეს დიდად არავის ადარდებს. მოკლედ, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მასთქერის ასეთი ფორმულირების და ყველას, ვინც ამას მისაღებად თვლის და გამარჯვებად ასაღებს, მზად ვარ სერიოზულად დაველაპარაკო“, – აცხადებს ჯანგირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. Mast Carry–ის პრინციპთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი უკვე მოამზადა, რომელიც
დღეს, პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
internet.ge