ქართული თეატრის
სცენაზე მსახიობ მარლენ ეგუტიას 45 წლიანი
მოღვაწეობა ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა. საქართველოს დამსახურებული არტისტის ვარსკვლავი
მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა.
ამასთან დაკავშირებით მსახიობმა
სხვადასხვა სპექტაკლებიდან რამდენიმე ფრაგმენტი შეასრულა.
„ეს იყო ზღვა ემოცია“ – განაცხადა საღამოს
დასრულების შემდეგ მსახიობმა.
„მინდა მივულოცო მისი სახელობის ვარსკვლავის
გახსნა, რომელიც დარჩება საუკუნეების განმავლობაში, ისევე როგორც თავად მსახობი
დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში. რადგან ბატონი მარლენი უამრავი როლის შემსრულებელია“ – განაცხადა საღამოზე
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ.
„ეს არის ადამიანი,
როემლიც არანორმალურადაა შეყვარებული და მოწყურებული თავის პროფესიაზე. ყველაზე
მეტად შრომისუნაირიანი და თავდადებული მსახიობია მათ შორის, ვინ მინახავს “ – აღნიშნა
მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელმა ლევან წულაძემ.
მარლენ ეგუტია
მაყურებელს სპექტაკლებიდან „საქართველოს უკანასკნელი დედოფალი“, „ქაქუცა
ჩოლოყაშილი“ და „ჰაკი აძბა“ ახსოვს.
internet.ge