სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ კლებას ელიან და
წვიმასა და სეტყვას პროგნოზირებენ, შესაბამისად, არსებობს ღვარცოფისა და მეწყერის
საშიშროება.
სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ ძლიერ სეტყვასაც. მათი ინფორმაციით,
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმა იქნება.
ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა საქართველოში ღვარცოფსა და
მეწყერს გამოიწვევს. გეოლოგები აცხადებენ, რომ მეწყერისა და ღვარცოფის საშიშროება
არსებობს სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. აღმოსავლეთ
საქართველოში ღვარცოფს ელიან კახეთსა და მცხეთა მთიანეთში.
internet.ge