დღეს,
19:00 საათზე GDG
თბილისის ორგანიზებით, Google-ის ყოველწლიური და ყველაზე მასშტაბური კონფერენციის
Google I/O-ს ლოკალური ღონისძიება Google I/O Extended გაიმართება. საქართველო, მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან
ერთად, მას წელს პირველად უმასპინძლებს.
ღონისძიების
ფარგლებში მოხდება გამოსვლების პირდაპირი ტრანსლაცია სან-ფრანცისკოდან, ასევე,
მოეწყობა ქართველი კომპანიებისა და დამოუკიდებელი დეველოპერების მიერ შექმნილი ვებ
და მობილური აპლიკაციებისა და თამაშების გამოფენა – Developers Expo. ამასთან
ერთად, Google Apps Developers Challenge გლობალური კონკურსის პრეზენტაციაც
გაიმართება.
„GDG
თბილისი“ ყველა ქართველ დეველოპერს და ზოგადად Google-ის ტექნოლოგიებით
დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება. მასზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაციის გავლაა საჭირო.
ღონისძიება
ახალი ტექნოლოგიების ცენტრში, „შპს ვუდ სერვისში“ ჩატარდება.
Internet.ge