თბილისის
საქალაქო სასამართლომ საქველმოქმედო
ფონდ „ქომაგს“ ყადაღა არ მოუხსნა. რაც შეეხება ფონდისთვის თანხის
სამართალდარღვევით გადმორიცხვისთვის ეჭვმიტანილ ბიძინა გიორგობიანს, სასმართლომ მას
ჯარიმა გაუნახევრა.
გიორგობიანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 425
000 ევროს
გადახდა მოუწევს.
სასამართლის გადაწყვეტილებას არ
ეთანხმება "ქომაგის" დირექტორი ია მეტრეველი.
მისი თქმით, ადვოკატებთან კონსულტაციას გაივლის და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ,
რომ 23 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატამ, გიორგობიანის მიერ საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“ გადარიცხული 90 000 ევრო დააყადაღა და ინტერპოლის
მიერ ძებნილი ყოფილი ჩინოვნიკი სამართალდამრღვევად
გამოაცხადა.
კონტროლის
პალატის ინფორმაციით, ადმინისტრაციულმა
ორგანომ სრულად უზრუნველყო სამართალდამრღვევისათვის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უფლებების
რეალიზაცია, მხარის გამოუცხადებლობა
არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული
საქმის განხილვის სხდომა ჩატარდა სამართალდამრღვევის
მონაწილეობის
გარეშე და ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული
უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
Internet.ge