Facebook-ის მთავარი ოპერაციული
დირექტორი შერილ სანდბერგი პირველი მანდილოსანი გახდა, რომელიც სოციალური ქსელის დირექტორთა
საბჭოში შევიდა. ახლა უკვე 42 წლის ხელმძღვანელს ნებისმიერ საკითხზე აქვს ხმის მიცემი
უფლება.
ვინაიდან Facebook საჯარო კომპანიაა, დირექტორთა საბჭოში ახალი წევრის
მიღება მხოლოდ მმართველებს ან აქციონერებს შეუძლიათ. ამ შემთხვევაში, სანდბერგის კანდიდატურა
დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა, იტყობინება TechCrunch.
სანდბერგი Facebook-ში 2008
წლიდან მუშაობს. იგი პასუხისმგებელია გაყიდვებზე, მარკეტინგზე, ბიზნესის განვითარებაზე,
სახელმწიფო პოლიტიკაზე, საკადრო რესურსებსა და სხვა საკითხებზე. სპეციალისტთა ნაწილი
ამ ქალბატონს რიგით მეორე ადამიანად მიიჩნევს კომპანიაში, დამფუძნებელ მაკრ ცუკერბერგის
შემდეგ.
სანდბერგი ასევე შედის The
Walt Disney-ის, Women for Women International-ის, Center for Global Development-ისა
და V-Day-ს დირექტორთა საბჭოში. მანამდე იგი Google-ის ონლაინ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი
და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საკადრო განყოფილების დირექტორი იყო.
2012 წელს ეს მანდილოსანი
Time-მა ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა. ერთი
წლით ადრე კი, Forbes-მა მას მსოფლიოს მეტნაკლებად
გავლენიან ქალებს შორის მე-5 ადგილი მიანიჭა.
Internet.ge