GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოკითხულთა 85% სასამართლოს ენდობა
14:27 27.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 27 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“  სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მიერ არის დაფინანსებული და იგი გამოყენებითი კვლევების კომპანიამ (ARC)  ჩაატარა.

პრეზენტაციას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე  ტანია ვან დეიკი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე დაესწრნენ.

კვლევა ჩატარდა 2012 წლის მაისში, კვლევის არეალს წარმოადგენდა 6 ქალაქი (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი).

კვლევის ამოცანა გახლდათ სასამართლო მომხმარებელთა კმაყოფილების საერთო დონის განსაზღვრა სასამართლოს მიერ მათთვის გაწეული მომსახურების მიმართ, ასევე მომხმარებელთა ნდობის ხარისხის განსაზღვრა სასამართლო სისტემის მიმართ.

სულ გამოიკითხა 2011 რესპონდენტი, რომელთა ძირითად ნაწილს შეადგენდა: მოსარჩელე, მოპასუხე და მხარის ოჯახის წევრი, ასევე საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებელი პირი.

კვლევა ჩატარდა მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის ( CEPEJ) რეკომენდაციების გათვალისწინებით. ძირითადი კითხვები შეფასებითი ხასიათის იყო, რომლის მეშვეობითაც რესპონდენტი 5 ქულიან სკალაზე აფასებდა სასამართლოს ფუნქციონირების ამა თუ იმ ასპექტს.

კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლოს მომსახურე პერსონალი მაღალი ქულებით შეფასდა. 5 ქულიანი შეფასების მიხედვით,  საშუალო  4,6  ქულით  პერსონალის თავაზიანობა, კეთილგანწყობა, გასაგები ტერმინოლოგიით საუბარი, კომპეტენტურობა, მომსახურების დროულობა და ოპერატიულობა შეფასდა.

მოსამართლეების მიუკერძოებლობა 4,2 ქულით, კომპეტენცია კი 4,3 ქულით შეფასდა. სასამართლოს მომხმარებლებმა  4,6 ქულა მიანიჭეს მოსამართლეების დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ, მათი შეფასებით მოსამართლეები პატივისცემით და თავაზიანად ეპყრობიან მოქალაქეებს.

რაც შეეხება სასამართლოს მიმართ ნდობას, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, 85 პროცენტი  ენდობა  სასამართლოს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილმა იმერლიშვილების ოჯახს სადაზღვევო პოლისი პირადად გადასცა1
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს2
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან3
ფოთში ძარცვის ფაქტები გახშირდა4
ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X