ერთიანი ეროვნული გამოცდების ყოფილი
ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ხვალ, ორგანიზაციის –– „,საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“ პრეზენტაციას გამართავს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება
მიმინოშვილმა, სოციალურ ქსელ FACEBOOK–ში გააკეთა.
„ხვალ, მე და ჩემი მეგობრები ჩვენ მიერ დაარსებული ორგანიზაციის პრეზენტაციას ვგეგმავთ. იმის გამო, რომ ორ კვირაზე მეტია, მედიასთან ერთგვარი "time
out" გვაქვს აღებული, ვუპასუხებთ ყველა იმ კითხვასაც, რომელიც აღნიშნულ საკითხს არ ეხება“, – აცხადებს მიმინოშვილი.
მისი
ინფორმაციით, ორგანიზაციის პრეზენტაცია „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში გაიმართება, ხოლო
თავად ორგანიზაცია ოფიციალურად 25 მაისს დარეგისტრირდა.
internet.ge