GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯანდაცვის სამინისტროში გაერთიანებული ცხელი ხაზი ამოქმედდა
15:32 27.06.2012
დღის სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი გახსნა. ცხელი ხაზი 1505 მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მოემსახურება.

ცხელი ხაზის ნომერზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება სახელმწიფო დაზღვევის, "ჯანდაცვის ომბუდსმენის” სამსახურის, პენსიის, სოციალური დახმარებების, ჯანდაცვის პროგრამების, იმუნიზაციისა და სამინისტროს სხვა მომსახურებების შესახებ.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო დაზღვევის მქონე მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ მათი პოლისით გათვალისწინებული უფლებები დაირღვევა, საშუალება ექნებათ დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე და დატოვონ შეტყობინება. "ჯანდაცვის ომბუდსმენი"-ს სამსახური მოკლე ვადებში დაუკავშირდება განმცხადებელს და განიხილავს საჩივარს.

"ჩვენი მიზანია, ცხელი ხაზის საშუალებით, მოსახლეობას ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ მომსახურებებისა და დახმარებების შესახებ, რომელსაც სამინისტრო თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს. ასევე მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია და მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ მოქალაქეების უფლებების დარღვვის ფაქტებზე" - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მინისტრი, ცხელი ხაზის ოპერატორებსაც გაესაუბრა და შემოსული ზარების თემატიკას გაეცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილმა მცირე ხნით ოპერატორის ფუნქცია შეასრულა და რამდენიმე მოქალაქის ზარს თავად უპასუხა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ექოსკოპიის აპარატმა ნაყოფთან ერთად გარდაცვლილი ბებიის სახეც დააფიქსირა1
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას შესაბამისი უწყება გადასცა2
დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები მე-8 დღეა შიმშილობენ3
ქეთევან წამებულის ქუჩაზე, 23 წლის ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა შუბლში მიაყენეს4
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საავტომობილო მოძრაობა შეჩერდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X