დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე დუშეთის რაიონის სოფელ
ჩანადირთკარში მოსახლეობას შეხვდნენ.
„ახლების“ პრესსამსახურის
ინფორმაციით, პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას
ჩანადირთკარელებმა იმ პრობლემებზე
ისაუბრეს, რომელიც სოფელს აწუხებს. როგორც ისინი აცხადებან, სოფლისთვის სერიოზული
პრობლემაა გაზი.
" ბაზალეთის ტბასთან
გაზის მაგისტრალი მიყვანილია, რომელიც სოფელზე გადის, მაგრამ სოფლის მოსახლეობას
მასზე მიერთების უფლება არ მისცეს,"- აცხადებენ "ახალი
მემარჯვენეები".
მისივე თქმით, სოფელს აწუხებს ნაგავსაყრელის არქონა. "
სოფელი ტრასაზეა, მაგრამ არც ბუნკერი აქვთ, არც ნაგავსაყრელი. მოსახლეობამ არ იცის
ნაგავი სად წაიღოს. დიდი თავსატეხი აქვთ გაჩენილი: საკმარისია ერთი პარკი ნაგავი
სადმე დადონ, რომ 700 ლარიანი ჯარიმა გარანტირებული აქვთ,"- განაცხადა ფიქრია
ჩიხრაძემ.
მისი თქმით, ზოგადად
ჯარიმები დუშეთის მოსახლეობისთვის კიდევ
ერთი სერიოზული პრობლემაა, რადგან
მოსახლეობას ტყიდან სარისთვის საჭირო ხის ტოტის გამოტანისთვის უზარმაზარ ჯარიმას
ახდევინებენ. "ყველა იმაზე ჩივის, რომ ჯარიმები აქვთ და მძიმე ტვირთად
აწევთ,"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
"სოფელს სკოლის
შენობაც არ აქვს და ჩანადირთკარის დაწყებითი სკოლა კერძო სახლშია განთავსებული,
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კი მეზობელ სოფელ საშაბუროში დადიან
სკოლაში," - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა
ლიდერმა.
Internet.ge