ამერიკის
შტატ კოლორადოს მცხოვრები 32 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი
სახლები დაეტოვებინა. შტატის აღმოსავლეთით ტყეებში ხანძარი გასული შაბათიდან
მძვინვარებს. ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს.
წუხელ ქალაქ
კოლორადო-სპრინგსის შემოგარენში ხანძარს მოცული ჰქონდა ტერიტორიის 2,5 ათასი
ჰექტარი და ქალაქის კვარტლებისკენ მიიწევდა. ხელისუფლებამ მოსახლეობის გარდა
სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის ევაკუირებაც მოახდინა.
„საშინელი
მდგომარეობაა“ - განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა „რის ნოვოსტისთან“
საუბარში.
შტატის
ტერიტორიაზე კიდევ 6 მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, რაშიც რამდენიმე ათასი მეხანძრე
და 70 ერთეული ავიატექნიკა მონაწილეობს.
internet.ge