შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისში ოფთალმოლოგიის ქართულ-ამერიკული კონფერენცია გახსნა. ღონისძიებას სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის პროფესორი დანიელ ბრინტონი და „ნიუ ჰოსპიტალსის"
თვალის ეროვნული ცენტრის მედიკოსები ესწრებოდნენ.
სამინისტროს
პრესსამსახურის განცხადებით, კონფერენციის მიზანი ქართველ და ამერიკელ
ექიმებს შორის თვალის სნეულებათა მკურნალობის ახალ მეთოდებზე ინფორმაციის გაცვლა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებაა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი კონსულტაციები და ოპერაციები, ასევე, განიხილება მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბაზაზე არსებული საქართველოს თვალის ეროვნული ცენტრი, მოწინავეა თვალის სნეულებათა მკურნალობის კუთხით. კლინიკა აღჭურვილია ძვირადღირებული იაპონური, ამერიკული და გერმანული აპარატურით, ულტრათანამედროვე
სამედიცინო
ტექნიკითა და მაღალკვალიფციური
სამედიცინო
პერსონალით.
internet.ge