2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ხარვეზების
გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საგამოცდო პროცესი ზუსტად 09:00
საათზე, ხოლო რეგისტრაცია ერთი საათით ადრე დაიწყო.
„გამოცდები ყველა საგამოცდო ცენტრში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით არავითარი შეტყობინება ხარვეზებისა და პრობლემების
შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში არ შემოსულა“,- ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და
გრანტის გაუმჯობესების მიზნით 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.
internet.ge