აფხაზეთის „საეკლესიო
საბჭო“ აღშფოთებულია განკვეთილი აფხაზი ბერების საქციელით, რომლებიც ჯერ აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლად თვითგამოცხადებულ ბესარიონ აპლიას გაემიჯნენ, შემდეგ კი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მორჩილებაზეც თქვეს უარი - კავშირი
გაწყვიტეს რუსული ეკლესიის მაიკოპისა და ადიღეის ეპარქიისთან, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და სამიტროპოლიტო ტაძრად ახალი ათონის მონასტერი დაასახელეს.
განკვეთილი ბერები დოროფეი დბარი და ანდრეი ამპარი აფხაზეთის ეკლესიის
სახელით ვერ იმოქმედებენ - აცხადებს აფხაზეთის „საეკლესიო საბჭო“. როგორც „აფხაზია
ორგ“ იუწყება, მისი წევრები მარიონეტულ რეჟიმს მოუწოდებენ, იურიდიული ზომები
მიიღონ და „გამოყარონ“ განკვეთილი ბერები ახალი ათონის მონასტრიდან.
ამასთან, აფხაზეთის „საეკლესიო საბჭო“ მიმართავს მოსკოვის
საპატრიარქოს, რომლის კლირიკებიც არიან ხსენებული ბერები, განმარტოს, რომელ კანონიკურ
საფუძველზე მსახურობენ ისინი ახალი ათონის მონასტერში და რა უფლებით მოიხსენიებენ
თავის ლოცვებში კონსტანტინოპოლის პატრიარქს.
internet.ge