GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინი და ხატია დეკანოიძე გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ
12:17 28.06.2012
დღის სიახლეები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდები 28 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ამ დღეს 16575 აბიტურიენტი გამოიცდება.

ერთიანი ეროვნული განრიგი ასეთია:
28 და 29 ივნისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა; 
2 ივლისი (მეორე სესია) – უცხოური ენა (გერმანული ენა);
2, 3 და 4 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ფრანგული ენა);
5 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
6 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
6 ივლისი (მეორე სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
9 და 10 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
11 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
12 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
16 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
17 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
19 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. გამოცდები ორ სესიად იმართება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესიისათვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი, 09:00 საათზე. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში არ დაიშვება.

მიმდინარე წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე დიდი კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზეა. სამინისტროს მიერ სწორედ ეს მიმართულებებია პრიორიტეტულად გამოცხადებული და დაფინანსების 80% ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე იქნება მიმართული.
internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
თაქთაქიშვილი: ვისგან გაიგეთ, რომ არჩევნების გზა ვინმესვთის პარტიაში მიუღებელია?2
სოხუმი სოჭში დაგეგმილი ტერაქტების რუსულ ვერსიას არ იზიარებს3
რონალდუ: “ჩემთვის მთავარი ჩემპიონობაა და არა ბომბარდირობა”4
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X