საქართველოს, სექტემბერში ნატო-ს გენერალური მდივანი
ანდერს გოფ რასმუსენი ეწვევა.
ამის შესახებ
განცხადება, სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ, ჟურნალისტებთან
საუბრისას გააკეთა.
ბარამიძის
შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი დასტურია იმისა, რომ
ნატო-საქართველოს ურთიერთობები მტკიცდება.
დღეს გიორგი ბარამიძემ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ,
მთავრობის კანცელარიაში მიიღო.
internet.ge