კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის შვილი, ბერა ივანიშვილი, ახალი გასართობ-შემეცნებითი არხის
ჩაშვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას Facebook- ით ავრცელებს.
როგორც ბერა ივანიშვილი საკუთარ გვერდზე წერს, ქართულ
ტელესივრცეში მალე ახალი ტელევიზია GDS გამოჩნდება.
"ახალი ტელევიზია GDS!!! პირველი გასართობ-შემეცნებითი არხი ქართულ ტელესივრცეში. უამრავი სიურპრიზი გელით", - ამბობს ბიძინა ივანიშვილის ვაჟი.
ამასთან, ბერამ პრომო-რგოლიც ატვირთა, სადაც "რუსთავი-2"-ის
გასართობი შოუების ყოფილი მსახიობები: თემო მჟავია, ამიკო ჩოხარაძე და ლევან გოგორელიანი
იღებენ მონაწილეობას. კადრში ჩანს ტელეკომპანიის კიდევ ერთი პროექტის „ჯეო ბარის“
გამარჯვებული - „ჩელე“.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კომედი
შოუს" სამი თანამშრომელი ბერა ივანიშვილის Georgian Dream Studio-ს სამი თვის წინ შეუერთდა.
internet.ge