GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
14:51 28.06.2012
დღის სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, 28 – 29 ივნისს, “ქორთიართ მარიოტში“ მართავს საერთაშორისო კონფერენციას  თემაზე:  “საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება  –  საკანონმდებლო  რეგულაციები და დადებითი პრაქტიკა.“ კონფერენციაში მონაწილეობენ: ჰოლანდიის, შვედეთის, გერმანიის,  ავსტრიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების წევრები.  კონფერენციას ესწრებიან ევროპული პოლიციის – EUROPOL და ინტერპოლის –  INTERPOL  ხელმძღვანელი პირები.      

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი განიხილავენ თანამედროვე ქვეყნებისთვის  დამახასიათებელი ეკონომიკური დანაშაულის ისეთ  გავრცელებულ ფორმას, როგორიც არის საგადასახადო თაღლითობა და ფულის გათეთრება.  საერთაშორისო სამართალდამცველი ორგანიზაციების და სხვადასხვა  ქვეყნის ანალოგიური უწყების წარმომადგენლები იმსჯელებენ საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობის იმ ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც მომავალში ეკონომიკური დანაშაულის აღკვეთას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე საუბარი ასევე  შეეხება გამოძიების პროცესში უახლესი საინფორმაციო სისტემების გამოყენების, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და პროფესიული თანაშრომლობის მნიშვნელობას. 

ორდღიან კონფერენციაზე დაგეგმილია დელეგაციების ხელმძღვანელი პირების მოხსენებები.  გაიმართება დისკუსია სხვადასხვა თემატურ საკითხებთან დაკავშირებით,  განხილულ იქნება კოლეგა უწყებებს  შორის სამომავლო მჭიდრო  თანამშრომლობის პერსპექტივები.

საზღვარგარეთის სამართალდამცველი უწყებების გარდა, კონფერენციას დაესწრებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ხვალ მინდელი და პოლიტკოვსკაია ჩაბნელდება1
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით მამაკაცი გარდაიცვალა2
კახი კალაძემ მოადგილეები წარადგინა3
ბოროტმოქმედმა ორმოცამდე სტუდენტი სათითაოდ დახვრიტა4
საარჩევნო უბნები დაიხურა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X