GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ახლები“ სოფელ რუისში სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ
14:57 28.06.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეები"  ქარელის რაიონის სოფელი რუისის სარწყავი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოსო ბორცვაძემ, ბრიფინგი ჩაატარა.

მისი თქმით,  რუისი საქართველოში ტერიტორიით და მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი უდიდესი სოფელია. სოფლის მოსახლეობის საკუთრებაშია 2000 ჰექტარზე მეტი სახნავ -  სათესი მიწა, სადაც დღემდე არ მოგვარებულა სარწყავი წყლის პრობლემა. ყოველ წელს ამინდის და წვიმის იმედად არის დარჩენილი რუისის მოსახლეობის მოსავალი,  მათი ოჯახების შემოსავალი და მათი ბანკიდან აღებული სესხების დაფარვის პერსპექტივა.

"სოფლის მეურნეობის მინისტრი ამაყობს თანამედროვე საჩვენებელი წვეთოვანი სარწყავი სისტემებით, მაშინ როდესაც ათასობით ჰექტარზე მოყვანილი მოსავალი შიდა ქართლში მოურწყავობის გამო ხმება. ჩვენ არაერთხელ შევაჩერეთ ყურადღება ამ პრობლემაზე გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის სოფლების მაგალითზე. მოსახლეობა  წლიდან წლამდე ისევ წვიმაზეა დამოკიდებული. ძალიან კარგია მორწყვის  წვეთოვანი სისტემების დანერგვა ქვეყანაში, მაგრამ ერთეული რაოდენობით შემოტანილი ამ სისტემის ტელევიზიით ჩვენება არ ხსნის დღის წესრიგიდან სარწყავი წყლის პრობლემას. მობრძანდეს გოროზია რუისში და ვანახებთ ათობით ათას ჰექტარს, სადაც სარწყავი წყალი დღემდე არ არის და არც პერსპექტივაში ჩანს რამის იმედი,"- განაცხადა სოსო ბორცვაძემ.

ამასთან "ახალი მემარჯვენეები" სოფლის მეურნეობის მინისტრისგან და მთავრობისგან მოითხოვენ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმას და სპეცღონისძიებების გატარებას, რათა მოსახლეობა წლევანდელ წელს ლუკმაპურის გარეშე არ დარჩეს.

მათივე მოთხოვნით, 2013 წლის ბიუჯეტში გარანტირებულად უნდა გამოიყოს მიზნობრივი თანხა  შიდა ქართლის რეგიონში სოფლების სარწყავი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. 

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ჩოხელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (VIDEO)1
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება2
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ3
სახალხო დამცველი დევნილთა მიერ სხვადასხვა შენობების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა4
მწერალ ზაზა ბურჭულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X