საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „პრესა.ჯი“-მ
ივანიშვილის წერილი
გამოაქვეყნა, რომელიც მან თავისი კომპანიების ფიქტიურ
მფლობელს გაუგზავნა და რომლითაც
თავისი კომპანიების შვილზე, უტა ივანიშვილზე გადაფორმება მოითხოვა.
საგულისხმოა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს-პარტნიორისთვის წერილს 15 ივნისს აგზავნის, ხოლო უტა ივანიშვილისთვის ქონების გადაფორმების თარიღად 2 მაისის მითითებას ითხოვს.
წერილის ადრესატი ვინმე ბ-ნ ვასილიადესია.
„15 ივნისი, 2012 წელი:
ბატონ ვასილიადესის საყურადღებოდ:
ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილისგან
პატივცემულო ბატონო ვასილიადეს!
გთხოვთ, შემდეგი კომპანიები:
TARPAN MANAGEMENT LIMITED
FINSEK LIMITED
SARGANS LIMITED
RINGOLD FINANCE LIMITED
KRISTA INVESTMENT LIMITED
VISALIA ENTERPRISES LIMITED
GILMAR HOLDING LIMITED
FRESNO MANAGEMENT LIMITED
VANITY OVERSEAS LIMITED
გადასცეთ ახალ ბენეფიციარ მფლობელს, უტა ივანიშვილს.
ცვლილებების შეტანის თარიღი 2 მაისი, 2012.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. დაბეჯითებით გთხოვთ, რომ საბუთები გადმოაგზავნოთ მაქსიმალურად ოპერატიულად.
რაიმე სახის დაბრკოლების ან შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ ჩამაყენოთ საქმის კურსში.
საუკეთესო სურვილებით: ბ. ივანიშვილი“. - წერს ივანიშვილი.
იხ. წყარო
internet.ge