GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასამთავრობოები ივანიშვილის დაჯარიმების სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებენ
16:25 28.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების საკითხთან დაკავშირებით, სამართლებრივი შეფასება გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციების შეფასებით, დაჯარიმების საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება არ იყო კანონის შესაბამისი.

 როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაფიქსირდა დაცვის უფლების განხორციელების შეზღუდვა, გარკვეულ საკითხებზე კონტროლის პალატის პოზიცია არ იყო გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით და დაცვის მხარის არც ერთი მნიშვნელოვანი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

„სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი. კერძოდ: სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცედურული საკითხების უგულებელყოფა,  სასამართლოს სხდომების განრიგი არ იყო საჯარო,  განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, შეიზღუდა მობილური ტელეფონების, ჩამწერებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების შეტანა და სასამართლოს სხდომები საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად უკიდურესად მცირე დარბაზში მიმდინარეობდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების განცხადებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  კვლავაც გააგრძელებენ მსგავსი საქმეების მონიტორინგს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა1
დასუფთავების გადასახადი განახევრდა2
მენეჯერს საკუთარი ბანკის გაძარცვა აიძულეს3
17 წლის მოზარდმა ოლიმპიური ცეცხლის მოპარვა სცადა (VIDEO)4
თიბილოვი: მთავარი ამოცანა რუსეთთან მიერთება იქნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X