გადაუღებელი წვიმის
შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ჩინეთის სამხრეთით 2 480 000 ადამიანი
დაზარალდა. დანგრეულია 3000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 148 000 ჰექტარი
სახნავ-სათესი მიწა. სტიქიამ მინიმუმ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყლის ნაკადი კვლავაც აზიანებს და ანგრევს შენობებს. სინოპტიკოსებს ჯერჯერობით დამამშვიდებელი
პროგნოზი არ აქვთ, მათი განცხადებით, ერთი კვირის წინ დაწყებული უამინდობა და
ძლიერი წვიმა უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდება.
ჩინეთის ხელისუფლება
მიყენებულ ზარალს სულ მცირე 20 მილიონ დოლარად აფასებს.
internet.ge