საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს, უსინათლო აბიტურიენტი, თბილისის 202-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული
ესმა გუმბერიძე, ტექნიკურ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გასავლელად მიიყვანა და პირველი
სესიის რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.
სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტთან ერთად ერთიან ეროვნულ გამოცდებს მისი ხუთი თანაკლასელიც აბარებს. მათთვის საგამოცდო
ტესტები ბრაელის შრიფტით მომზადდა.
„ესმა გუმბერიძემ საატესტატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც მომზადებული ხვდება. იგი კომუნიკაბელური, რეალიზებული და აქტიური ახალგაზრდაა, სკოლაში გატარებულ წლებს ნაყოფიერად მიიჩნევს და თვლის, რომ მიუხედავად მისი პრობლემისა, ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რათა სრულყოფილი საშუალო განათლება მიეღო. ესმას დიდი სამომავლო გეგმები აქვს, მან არჩევანი
საერთაშორისო
სამართლის
სპეციალობაზე
შეაჩერა“,-
აცხადებენ სამინისტროში.
დიმიტრი
შაშკინის განცხადებით, სამინისტრო ყოველთვის გამორჩეულ მზრუნველობას იჩენს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.
Internet.ge