კოალიცია
„ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა მოძრაობამ გორში სამაშველო სამსახურის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
კოალიციის პრესსამსახურის ცნობით, აქციის მონაწილეებმა 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს.
ახალგაზრდები ირწმუნებიან, რომ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ბიძინა ივანიშვილს ზონდერ ბრიგადები დაახვედრეს.
„სოფელ
მერეთში მოქმედებდნენ ზონდერ ბრიგადები, რომლებიც დღეს ძალოვან და სამაშველო სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე მუშაობენ," - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის გორში, სოფელ
მერეთში გამოჩენას ადგილობრივების მხრიდან აგრესია მოჰყვა. ადგილობრივებმა
ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას „რუსეთის აგენტები“ უწოდეს.
ლიდერების ვიზიტის დროს ფიზიკური დაპირისპირების გამო შეხვედრა
ჩაიშალა.
Internet.ge