GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
140 მოხალისე მასწავლებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვეს
14:41 29.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დღეს,  საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“  140 მოხალისე მასწავლებელს სერტიფიკატები გადასცეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პროგრამას „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ 2011 წლიდან ახორციელებს. პროექტი  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებაზეა ორიენტირებული და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების წარგზავნაა.

პროგრამის ფარგლებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის ასევე დაინერგა ქართული ენის ახალი სახელმძღვანელოები.

სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში  ჩატარებული ეროვნული შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი მოხალისეების ჩართულობა და ქართული ენის ახალი სახელმძღვანელოს დანერგვა განათლების რეფორმის ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტია.

პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“   ჩართული 300-ზე მეტი მასწავლებლიდან დღეს ის პირველი 140 მოხალისე პედაგოგი დაჯილდოვდა, რომელებიც  ერთი აკადემიური წლის მანძილზე იმყოფებოდნენ და  წარმატებით ასწავლიდნენ ქართულ ენას ეთნიკურ უმცირესობებს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისე მასწავლებლები ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობდნენ და  ქართულის გაკვეთილებთან ერთად სკოლის მოსწავლეები ჩართული ჰყავდათ არაფორმალურ განათლებაშიც,  შექმნილი ჰქონდათ კლუბები, ხოლო ოჯახში თანაცხოვრების დროს  ოჯახის წევრებს ქართული ენის სწავლაში ეხმარებოდნენ. დღეს, სწორედ ამ მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები. დანარჩენი მოხალისეები ახალი სასწავლო წლიდან მუშაობას გააგრძელებენ და მათ მოხალისეთა ახალი ნაკადი შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სააკაშვილი: ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში1
ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს ხვალ შეხვდება2
ბიძინა ივანიშვილი: ჩემი დაცვა შოკშია3
ირაკლი ღარიბაშვილი: ხიდაშელმა არც საგარეო პოლიტიკა იცის და არც პიარი, მაგისთვის საქმის ჩაბარება შეცდომა იყო (VIDEO)4
საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის თაობაზე კონსულტაციები გაიმართა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X