ფონდ Hermitage
Capital-ის ხელმძღვანელი ბილ
ბრაუდერი, რომლის იურისტიც სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის იზოლატორში მოკლეს,
აცხადებს, რომ რუსეთიდან მასაც ემუქრებიან. ბრაუდერი ამბობს, რომ ტელეფონითა და
ელექტრონული ფოსტის საშუალებით უკვე არა ერთი მუქარის წერილი მიიღო. „მე და ჩემმა
კოლეგებმა განადგურების მუქარით მოსკოვიდან 11 წერილი მივიღეთ,“ - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც
ცდილობს სერგეი მაგნიტსკის მკვლელების დასჯას მიაღწიოს.
ამასთან,
ბრაუდერი ეჭვობს, რომ შესაძლოა, აშშ-ის კონგრესის მიერ „მაგნიტსკის კანონპროექტის“
მიღებამ, რომელიც იურისტის მკვლელობაში მონაწილე რუს ჩინოვნიკებს სანქციებს
უწესებს, არც გამოიღოს შედეგი და მათ კვლავაც განაგრძონ ადამიანის უფლებების
დარღვევა, თუმცა ეს კანონპროექტი „პირველად შეარყევს პუტინის რეჟიმის აბსოლუტურ
დაუსჯელობას,“ - განაცხადა ბრაუდერმა.
Internet.ge