GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების გასაცნობად საქართველოში ავსტრიელი მასწავლებლები ჩამოვიდნენ
14:50 03.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლების სისტემაში  განხორციელებული რეფორმების გასაცნობად, თბილისს ავსტრიელი მასწავლებლები ეწვივნენ. დღეს, მასწავლებლის სახლში ავსტრიელ სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე შეხვდა.

 

ვიზიტისას, სტუმრებმა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი  მასწავლებლის სახლიც დაათვალიერეს.

დელეგაცია ავსტრიის თბილისთან დაძმობილებული ქალაქიდან ინსბრუკიდან იყო და მის წევრებს ტიროლის მხარის სხვადასხვა საფეხურისა და  სკოლის მასწავლებლები და დირექტორები წარმოადგენდნენ.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიელ კოლეგებს განსაკუთრებით  აინტერესებდათ საქართველოს სასკოლო განათლების სისტემის გაცნობა  და შემდგომი  თანამშრომლობის პერსპექტივები.

ავსტრიელი პედაგოგები ისეთი სიახლეებით დაინტერესდნენ როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის საჩუქრად ნეტბუქების გადაცემა, ასევე,  პირველივე კლასიდან ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება და პროექტი  ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ზუსტი და საბუნებიმეტყველო საგნების გაძლიერებულად სწავლება, მრავალფუნქციური "მომავლის კლასების” გახსნა, პედაგოგთა გადამზადება და მრავალი სხვა.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტის თავმჯდომარის პრესასთან ურთიერთობის საკითხებს ნათია ახალაია მოაგვარებს1
დევნილებმა სამუსიკო სკოლის შენობა თვითნებურად დაიკავეს2
გიორგი ბარამიძე: იქნებ პუტინის ინტერესების გამტარებელი ხართ?!3
კოტროჩენის სასახლეში მიხეილ სააკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს შეხვდება4
თერჯოლაში საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X