საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში ნანა ქუთელიას ოჯახს
ესტუმრა და ყველა დაზარალებულს დახმარებას დაჰპირდა.
ქვეყნის პირველმა პირმა, ასევე მოინახულა სოფელში წაღებული ხიდი და
სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. სააკაშვილთან ერთად, სამეგრელოში
იმყოფება სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზიაც.
„უნდა შევეცადოთ გავამაგროთ დანგრეული შენობები და ტექნიკა ადგილზე
დროულად მოვიყვანოთ. ასევე აუცილებელია ავღწეროთ ზარალი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge