GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თამაზ შოშიაშვილი: დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები პროექტებში ეკონომიის ხარჯზე ხორციელდება
18:17 29.06.2012
დღის სიახლეები

დედაქალაქის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი არ იზრდება და ცვლილებები მხოლოდ თანხის შიდა გადანაწილებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ბიუჯეტი კვლავ 648 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო დაგეგმილი ცვლილებებით, იმ მუხლებიდან სადაც გარკვეული ეკონომიებია, თანხა გამოთავისუფლდება და ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოხმარდება.

„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობებიდან რამდენიმე კორპუსის დასრულების ვადებმა მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიწია, შესაბამისად 2012 წლის ბიუჯეტში გამოიკვეთა ეკონომია და იგი კვლავ დედაქალაქის განვითარებას მოხმარდება.

ბატონმა ჯაბამ ასევე არასწორი შეფასება მისცა სოციალურ ხარჯებს. საყოველთაო ფაქტია, რომ 2012 წლის სექტემბრიდან საპენსიო ასაკისა და ექვს წლამდე ბავშვების დაზღვევა იგეგმება, რამაც დედაქალაქის ბიუჯეტში პენსიონერებისთვის განკუთვნილი თანხა გამოათავისუფლა. ეკონომიით მიღებული ფული რაიონულ გამგეობებში ისევ სოციალურ მუხლში გადავა და თანხა დაზარალებული მოქალაქეების ქირით გაყვანასა და უფასო სასადილოებს მოხმარდება”,- განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა. 

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას მიერ ჩამოთვლილ შესაკეთებელ ქუჩებსაც შეეხო. როგორც შოშიაშვილმა განაცხადა,  აღნიშნულ ქუჩებზე 2011 წელს სამუშაოები ვერ შესრულდა და ისინი 2012 წლის ბიუჯეტში იქნა გადატანილი.

დღეს, "ქრისტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ ქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ თბილისის ბიუჯეტის  პარტიულ ბიუჯეტად ქცევას ცდილობს. მისივე თქმით, 2011 წლის ბიუჯეტში, შესაკეთებლი გზების ჩამონათვალში დასახელებული იყო ის ქუჩები, რომლებიც 2012 წლის ბიუჯეტშიც ზის.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსეთის სახმელეთო ჯარების სარდალი სოხუმში: „თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის“1
პრემიერის აზრით, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა2
ზურაბ აბაშიძე: გრიგორი კარასინთან როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობა მაკავშირებს3
მოსკოვმა შეიხის მკვლელი დაღუპულად არაერთგზის გამოაცხადა4
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X