საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე, შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ თანამაგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
საპატრიარქოს
ტელევიზიის
ლიცენზიის
სახედ განისაზღვრა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობად - სპეციალიზებული
(შემეცნებითი)
მაუწყებლობა,
გეოგრაფიული
არეალი კი, საქართველოს ტერიტორია.
კომპანია
ტელემაუწყებლობას
თანამგზავრული
სისტემების
მიწისზედა
და ორბიტალური სადგურების გამოყენებით განახორციელებს.
ლიცენზიის
მფლობელმა
მაუწყებლობა
დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 18 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს, პრაქტიკული საქმიანობა კი ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
Internet.ge