საია: ქსნის #15 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიმართ უკანონო ქმედებები ხორციელდება
საიამ ქსნის #15 დაწესებულების მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული
უკანონო მოქმედებების თაობაზე დღეს, პრესკონფერენცია
გამართა.
მათი ინფორმაციით, #15 დაწესებულების მსჯავრდებულებმა
საქართველოს
სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართეს. განცხადებას, რომელსაც დაახლოებით 700-მდე მსჯავრდებული აწერს ხელს, საუბარი იყო მათ მიმართ დროის სხვადასხვა მონაკვეთში განხორციელებულ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხოფაზე.
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა ასოციცია შეხვდა ცხრა მსჯავრდებულს, რომლებმაც ქსნის #15 დაწესებულებიდან ა.წ.
24 ივნისს
გადაიყვანეს
#1 დაწესებულებაში. მსჯავრდებულებმა საიას ადვოკატებთან საუბრისას დაასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდმა
მათგანმა განაცხადა თანხმობა გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
“მათი ახსნა-განმარტებები გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. სამი მსჯავრდებული, ბესიკ გულედანი, ზურაბ ნასყიდაშვილი და პაატა მოდებაძე კი, თანახმანი არიან, რომ მოხდეს მათი სახელებისა და გვარების გასაჯაროება; რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ამ ეტაპზე
თავიანთი
ვინაობის გასაჯაროებისგან
თავს იკავებენ. მსჯავრდებულებთა
განცხადებით
მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის უკანონო ქმედებებს ადგილი ქონდა, როგორც სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში
მოთავსებისას,
ასევე შემდგომ პერიოდშიც“,-
აცხადებენ საიაში.
პატიმართა
ახსნა-განმარტებებიდან
იკვეთება სასჯელაღსრულების
დაწესებულების
თანამშრომელთა
უკანონო ქმედებები: მსჯავრდებულთა მოთავსება ნესტიან და ბინძურ აბანოში რამდენიმე დღის განმავლობაში; სიტყვიერი შეურაცხოფა, მსჯავრდებულთათვის
ჰიგიენური
საშუალებები
გადაუცემლობა,
მათი შეძენის იძულების მიზნით და სხვა ქმედებები.
„მსჯავრდებულებები
ასახელებენ
კონკრეტულ
პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებებში. მსჯავრდებულთა მიერ დასახელებული პირებია: შოთა თოლორდავა, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, გელა იოსავა, ასევე ვინმე, ფარჯანაძ, უჩა, კახა, და დიმა.
მსჯავრდებულები
პრეტენზიას
ექიმის მიმართაც გამოთქვამენ, ვინაიდან, მათი განცხადებით ფიზიკური შეურაცხოფის მიღების შემდეგ, უშედეგოდ ითხოვდნენ ექიმთან შეხვედრას. საიას დაუშვებლად მიაჩნია მსჯავრდებულთა მიმართ უკანონო და ამავდროულად ღირსებისა და პატივის შემლახავი ქმედებების განხორციელება“,-
აცხადებენ საიაში.
საია მოუწოდებს სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება #15 დაწესებულებაში მომხდარ ქმედებებთან დაკავშირებით; ასევე,
საქართველოს
მთავარ პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და უზრუნველყოს ფაქტების ეფექტური გამოძიება და #15 დაწესებულების ადმინისტრაციასა
და თანამშრომლებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პატიმართა მიმართ უკანონო ქმედებები.
Internet.ge