საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაში დღეს, გამართულ სხდომაზე შპს ტელერადიოკომპანია „რიონის“ კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
შპს
ტელერადიოკომპანია
„რიონი“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის
№B73 ლიცენზიის
ტექნიკური
პარამეტრების
იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა სამაუწყებლო ბადე, ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების მეშვეობითაც.
საკითხის
ზეპირი მოსმენის სხდომა 27 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება, კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
Internet.ge