გეომაგნიტური დღეა. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. ცის კაბადონზე მზის კონფლიქტი პლანეტა ურანთან გააძლიერებს ემოციურ აღგზნებადობას, თავისუფლებისმოყვარეობას, ანარქიას, ურთიერთოების გაწყვეტის სურვილს. ძნელი იქნება შეზღუდვებისადმი შეგუება. იმოქმედეთ პრინციპით: “შვიდჯერ გაზომე, - ერთხელ გაჭერი”. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. კარგია ლოცვა, მონანიება, აღსარება, პატიება, ურთიერთობების აღდგენა.
მინერალებიდან სასიკეთოა: ოპალი, თოფაზი, ონიქსი, გიშერი, იასპი. ფერებიდან დადებითია: მწვანე, შავი, ყვითელი, წითელი, შინდისფერი. დაიმახსოვრეთ და გააანალიზეთ სიზმარი. მოერიდეთ სესხის აღებას, ახალი საქმის დაწყებას, სამსახურში თანამშრომლების მიღებას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სიცუზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. სასიკეთოა დღე მანქანების ყიდვა-გაყიდვისათვის, თმების შესაჭრელად (შემდგომში მალე გაიზრდება). გაუფრთხილდით გულს, მაღალია სექსუალური ძალადობის და ვენერიულ დაავადებათა ალბათობა. იკრძალება აბორტი. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდ-სასქესო სისტემა.
დღე დადებითია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზებისათვის, ხოლო უარყოფითია ვერძის, ტყუპების, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
internet.ge