ჯანდაცვის მინისტრი ექიმებზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა
12:12 30.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასწრაფო ბრიგადის წევრებზე: ექიმ დავით უგრეხელიძესა და ექთან ირმა სარალიძის მიმართ განხორცილებულ ძალადობას, სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
„მედპერსონალი, რომელსაც ეშინია საკუთარი მოვალეობის შესრულების, ვერ შეძლებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს და მკურნალობა ჩაუტაროს პაციენტს, იქნება ეს ჯარისკაცი თუ მასწავლებელი, პოლიციელი თუ ექიმი, მეხანძრე თუ მაშველი ჩვენი განსაკუთრებული მოპყრობის საგანი უნდა იყოს“,– განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მედპერსონალის მიმართ არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.
„არ არსებობს ეჭვი, სარალიძისა და გიორხელიძის საქმიანობის საკითხში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პაციენტს ან მის ახლობელს უჩნდება ეჭვი, სამედიცინო პერსონალის მიმართ, ჩვენ ქვეყანაში რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოა, არსებობს შესაბამისი სამსახურები, სადაც ამ ეჭვის გადამოწმება შეიძლება“,– განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა. საუბრის ბოლოს ზურაბ ჭიაბერაშვილმა გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, ხოლო დაზარალებულ ექიმს და სასწრაფოს ბრიგადებს გამხნევებისკენ მოუწოდა.
ქუთაისში, სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.არსებული ინფორმაციით, ჩეჩელაშვილებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები გამოძახებაზე დაგვიანების გამო სცემეს, რის შემდეგადაც ექიმმა დავით უგრეხელიძემ თვალი დაკარგა.
თავის მხრივ სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გამოძახებაზე ექიმები ზუსტად 8 წუთში მივიდნენ, თუმცა ადგილზე მისულებს პაციენტი გარდაცვლილი დახვდათ.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|