ზაზა გოროზია: სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა
სამეგრელოში, სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მიყენებული ზარალის შესახებ მსჯელობენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
სხდომა პრეზიდენტის დავალებით მიმდინარეობს.
გოროზიას განცხადებით, სხდომაზე წარმოდგენელია ყველა სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც რეგიონშია საჭირო.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზოგიერთი სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ამ დროისათვის აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
Internet.ge