შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია
13:52 30.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს.
დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. საზაფხულო სკოლაში სტუმრობისას დიმიტრი შაშკინი იმ პროგრამას გაეცნო, რომელსაც მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გადიან.
მინისტრი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა და ბოლოს ბავშვებთან ერთად ინგლისური პოპულარული თამაში - კრიკეტი (Cricket) და paintball-ი ითამაშა.
სამინისტრო 2012 წლის 17 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ნაკადად, წყნეთის BUCKSWOOD-ის სკოლაში ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლების 600 წარმატებული მოსწავლეა ჩართული, მათგან 32 საუკეთესო ორი კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.
ქართველ პედაგოგებთან ერთად, საზაფხულო სკოლაში სამინისტროს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგებიც ასწავლიან. სკოლას უცხოელი ექსპერტი ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოდან. საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 21 დღეა. წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების ეს პროგრამა მეოთხე წელია მოქმედებს და იგი მომავალშიც გაგრძელდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|