GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უცხოური დელეგაცია იურიდიული დახმარების ქართულ მოდელს გაეცნო
14:43 30.06.2012
დღის სიახლეები
უფასო იურიდიული დახმარების ქართული მოდელის შესასწავლად თბილისს ინდონეზიის, ბანგლადეშისა და უკრაინის წარმომადგენელთა ერთობლივი დელეგაცია ეწვია. სტუმრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეს გიორგი არსოშვილს შეხვდნენ, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური და რეგიონული ოფისები მოინახულეს. ვიზიტი ”ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ორგანიზებით განხორციელდა.

გიორგი არსოშვილმა დელეგაციის წევრებს იურიდიული დახმარების რეფორმის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდის მიმართულებით. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ირაკლი კობიძემ, დეტალურად ისაუბრა სამსახურის ფუნქციების, ორგანიზაციაში დასაქმებული იურისტების პროფესიული განვითარებისა და სხვა აქტივობების შესახებ. უფასო საადვოკატო მომსახურების, იურიდიული კონსულტაციებისა და დოკუმენტების შედგენის თავისებურებებს კი სტუმრები მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ვიზიტისას გაეცნენ. 

ყოველწლიურად, იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით, ათასობით მოქალაქე სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემებს აგვარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ჩატარებული კვლევების თანახმად, მიღებული სერვისებით კმაყოფილება და სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა საკმაოდ მაღალია. საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების მოდელი პოსტსოციალისტურ სივრცეში სამაგალითოდ ითვლება. 

ქართველი სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს სხვადასხვა ფორმით უზიარებენ: შარშან, გაცნობითი ვიზიტით, თბილისს ყაზახეთისა და იორდანიის დელეგაციები ეწვივნენ. წელს კი, საქართველოს ინიციატივით, მიიღეს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს სისხლის სამართლის საქმეებში უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი სწორედ ”ღია საზოგადოების ინსტიტუტია”.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს1
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“2
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა3
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს4
ოსი ექსპერტი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმა ბესლანის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X