სამეგრელოში
სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლებისა და გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ
დროისათვის
ადგილზე შეყვანილია ტექნიკა და გზების ქვა-ღორღისგან გაწმენდა ხდება.
დღესვე,
ზუგდიდში საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც ზარალის შესახებ იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას განცხადებით, ყველა დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
შეგახსენებთ,
რომ სამეგრელოში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზოგიერთი სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
სოფელ
ობუჯში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ ერთი-ერთი სახლი მიწაში ჩაიტანა. ასევე, გარესამყაროს მოწყვეტილია სამესხიოს უბანიც. მეწყერმა ცენტრალური გზა წაიღო.
ანალოგიური
მდგომარეობაა
სოფელ ჯიხაშკარშიც.
internet.ge