GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (25 ივნისი - 1-ელი ივლისი)
00:28 01.07.2012
დღის სიახლეები

ვერძი: გაიზრდება თქვენი მოთხოვნილებები და შეიძლებ გაგიჩნდეთ ძვირადღირებული და პრესტიჟული ფუფუნების ნივთების ყიდვის მოთხოვნილება. შეეცდებით თქვენი ახლობლების ყოფა მეტად კომფორტული და უსაფრთხო გახადოთ. თქვენი ხარჯები სპონტანური იქნება და კარგი იქნება, თუ შეძლებთ მათ დათვლას, რათა არ მოგიწიოთ ვალის აღება. მოგზაურობების, თავგადასავლებისა და გართობების მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეეცდებით სასიყვარულო ისტორიებითა და ფლირტით. ეცადეთ არ გადაიღალოთ და დროულად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

კურო: შემოსავლები არ იქნება სტაბილური და დაუკავშირდება თქვენი განწყობის ცვალებადობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნათესავები და ახლობლები ხელს შეგიწყობენ ფინანსების მოზიდვაში, ამიტომ ყურადღებით გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ახლობლებთან ურთიერთობა ზედმეტად ემოციური იქნება, რაც ხელს შეუშლის საქმეების ერთობლივად წარმოებას. შესაძლოა მიზნის მიღწევას ხელი შეუშალოს ფარულმა გარემოებებმა. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ.

ტყუპები: ფინანსური საქმეები სჯობს ახლობლებს გადააბაროთ, რათა არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები. გამოიყენეთ მიმდინარე მოვლენები და გარემოებები სოციალური სტატუსისა და საზოგადოებაში ავტორიტეტის ასამაღლებლად. როგორც სასიყვარულო, ასევე ახალი მეგობრული კავშირები იმპულსურ ხასიათს ატარებს და მალე დასრულდება. სწრაფად აენთებით და ასევე სწრაფად ჩაცხრებით თითოეული ადამიანის უკეთ გაცნობისას. სამსახურეობრივი რომანი კი ცუდად აისახება თქვენს კარიერაზე.

კირჩხიბი: სხვა ადამიანების განცდების მიმართ მგრძნობიარე გახდებით და ხშირად დაეხმარებით გარშემომყოფებს. შესაძლოა მოგიწიოთ ავადმყოფი ნათესავის მოვლაც. რაიმეზე შემოქმედებითად მუშაობისას მოგინდებათ განმარტოვება და გარკვეული კონსპირაციულობა. ამ პერიოდში გაიზრდება როგორც პირადი, ასევე საქმიანი საიდუმლოებების რაოდენობა. შესაძლოა სხვათა საიდუმლო ისტორიების, ან ტყუილების ამოცნობაც შესძლოთ. გაგიჩნდებათ ფულის დაგროვების მოთხოვნილება. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ არაფერზე იკამათოთ და შეინარჩუნოთ სტაბილურობა.

ლომი: მოერიდეთ ზედმეტ თავდაჯერებულობას. მეგობრებს ნუ დაუჯერებთ და ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. შარმს შეგმატებთ თავშეკავება. ხელმძღვანელ პირებთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარების ბევრი შანსი გექნებათ, თუმცა არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. პარტნიორები საქმიანი კავშირების ზრდაში დაგეხმარებიან. ფინანსები კი სჯობს დაზოგოთ. ბევრ დროსა და ძალას მოითხოვს შემოსავლის ახალი წყაროს ძიებაც.

ქალწული: სამუშაოს შესრულება ექსტრემალურ ხასიათს ატარებს და დასჭირდება ადამიანებთან დელიკატური, არასტანდარტული მიდგომა. მიუხედავად მოუცლელობისა, დროის ნაწილი დაუთმეთ ოჯახსა და მშობლებს. ნათესავების პროტექცია წინსვლისა და წარმატების საწინდარი გახდება. გაიზრდება თქვენი ინტუიცია, თქვენ მეტად ფრთხილი და წვრილმანებისადმი დაკვირვებული გახდებით. შესაძლოა საზოგადოების განხილვის საკითხი გახდეს თქვენი სასიყვარულო კავშირი ცნობილ, სკანდალურ ან მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანთან.

სასწორი: მოგეძალებათ თქვენი შეხედულებებისა და აზრების მქონე მეგობრების ნაკლებობის გრძნობა და მათთან საუბრის სურვილი. უცხოელებთან დამყარებული კავშირები, ან იქ მცხოვრებ მეგობრებ-ნათესავებთან ურთიერთობა ეტიკეტების დაცვით მოვალეობებს დაგიმატებთ. ხელმძღვანელობასთან, ან კოლეგებთან არსებული წინააღმდეგობების გადალახვის შემთხვევაში სათანადოდ დაფასდება თქვენი ორიგინალური იდეები. კარგი დროა ცოდნის მისაღებად, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. მოერიდეთ ტყუილს და ფარულ საქმიანობას.

ღრიანკალი: ნუ გამოიყენებთ სხვის ფინანსებს და დაუთმეთ თქვენი წილი მოგება მეტად გაჭირვებულ და უსახსრო ადამიანებს. ეს არა მარტო შინაგან თავდაჯერებულობას გაგიზრდით, არამდ ავტორიტეტსაც აგიმაღლებთ საზოგადოების თვალში. საქმეში არ გამოიყენოთ ავანტურული და საეჭვო მეთოდები, რათა არ მიიზიდოთ ექსტრემალური სიტუაციები, რაც დანაკარგისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. ეს კარგი დროა ქორწინებისა და მოგზაურობისათვის

მშვილდოსანი: რთული პერიოდია. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეიძლება გაგიჩნდეთ მეუღლის ან კოლეგების ქმედებებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების გამო. გააკონტროლეთ გრძნობები და ემოციები, რათა არავის ეჩხუბოთ. თქვენს უმთავრეს საზრუნავს შეიძლება წარმოადგენდეს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები და საბუთების გაფორმება. ასევე, დროს მოითხოვს სხვა ადამიანების ფინანსური, სადაზღვევო ან სამართლებრივი საკითხებიც. მოერიდეთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ურთიერთობას და თავისუფალი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს.

თხის რქა: ქვეცნობიერად თქვენ ეცდებით მოერიდოთ ყურადღების ცენტრში ყოფნას, გადგეთ გვერდზე და გადაწყვეტილებების მიღება სხვებს დაავალოთ. შეასრულეთ მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საქმეები. არსებული წინააღმდეგობები გადალახეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობის რიცხვი მოიმატებს. მეტ დროს დაუთმობთ საზოგადოებასთან და ახლობლებთან ურთიერთობას. ბევრი თქვენი საქმე უფრო სწრაფად წაიწევს წინ საქმიანი პარტნიორის, საყვარელი ადამიანის ან მეუღლის დახმარებით

მერწყული: მეტ დროს მოითხოვს სამსახური და მოვალეობების შესრულება. შესაძლოა შეიცვალოთ საქმიანობა. შემოქმედებითი მუშაობა სოციალურ სტატუსს გაგიუმჯობესებთ. მაგრამ მოერიდეთ რევოლუციურ წამოწყებებს და ნუ შეეცდებით საზოგადოებრივი აზრისა და წესების შეცვლას, რათა არავის დაუპირისპირდეთ. გადაადგილებები და მოგზაურობები გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა მეგობრული ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში.

თევზები: ბევრ დროს დაუთმობთ ბავშვებს, მშობლებსა და ასაკით უმცროსებს. საყვარელ ადამიანთან ან მეუღლესთან კი შესაძლოა დაგეძაბოთ ურთიერთობა შეუსრულებელი ვალდებულებების, ქონების, ფულის ან რაიმე ნივთების გამო. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს და ავანტურებს და არას გზით არ გარისკოთ, რადგან ეს დიდ წაგებას გიქადით. საყვარელ ადამიანთან ურთირთობისას მოერიდეთ ძალდატანებას. მოგზაურობა კი სჯობს გადადოთ, რათა თავი აარიდოთ სირთულეებსა და გაუგებრობებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპონენტებისგან საკუთრების უფლებაზე საუბარიც ცოტა უხერხულია.1
ალასანია: ვიმედოვნებ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში სამინისტროს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება2
ბიუროს სხდომაზე ომბუდსმენის საკითხს განიხილავენ3
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის კანდიდატურაზე მსჯელობა იწყება4
მეორედ მოსვლის მოლოდინში ახალგაზრდა მამაკაცი ჯარიმების გადახდაზე უარს ამბობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X