სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლებისა და გზების
გაწმენდითი
სამუშაოები
მიმდინარეობს.
მოწმდება ხიდები და დგინდება დაზიანების ხარისხი.
სამეგრელოში, გადაუღებელი წვიმების შედეგად, ზოგიერთი სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
სოფელ ობუჯში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ ერთი-ერთი სახლი მიწაში ჩაიტანა. ასევე, გარესამყაროს მოწყვეტილია სამესხიოს უბანიც. მეწყერმა ცენტრალური გზა წაიღო. ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ჯიხაშკარშიც.
Internet.ge