GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საიამ საქართველოს მთავრობისა და შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
16:05 03.04.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციამ, საქართველოს მთავრობისა და შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

საია სარჩელით მთავრობის N 489 დადგენილების ბათილად ცნობას ითხოვს, იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილების ამოქმედების თარიღად 2012 წლის 1 იანვარი განისაზღვრა, ასევე ითხოვს აბონენტებისთვის  ს.ს.ი.პ  „112“-ის მიერ ფუნქციონირების დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხების უკან დაბრუნებას.

„2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N 489 დადგენილება მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი ოდენობა და გადახდის წესი. აღსანიშნავია, რომ „112“-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 1 იანვრიდან „112“-ის  საფასური აბონენტებს მაინც ერიცხებათ და ანგარიშიდან შესაბამისი ოდენობის თანხა ეჭრებათ. მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“,- აცხადებენ საიაში.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს და „112“-ის მომსახურებისთვის ჩამოჭრილი თანხების ოდენობაზე ინფორმაცია მოითხოვეს.

„ოფიციალურ პასუხში აღნიშნულია, რომ „112“-ის მომსახურების საფასურის სახით 2012 წლის იანვარ-თებერვლის თვის დარიცხულმა შემოსავალმა 1 408 868 (მილიონ ოთხას რვაათას რვაას სამოცდარვა) ლარი შეადგინა“,- აცხადებენ საიაში.

Internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ალასანიამ მოადგილეების ვინაობა დაასახელა1
ადვოკატები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავენ2
დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებს კოკაინს ურიგებდა3
ჰილარი კლინტონმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა4
არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” აქციებს დააკვირდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X