GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნდა
14:08 01.07.2012
დღის სიახლეები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა, 2012 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის პირველ 6 თვეს, ქვეყანა უკვე 1 690 493 ვიზიტორმა მოინახულა, ამასთან იგივე 6-თვიან ინტერვალში ვიზიტების რაოდენობის საშუალო ყოველთვიური 53%-იანი ზრდა ფიქსირდება.

“2012 წლის ივნისის თვე 390 808 ვიზიტორით განისაზღვრა, რაც  2011 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე უპრეცედენტო 72 %-ით მეტია და საგრძნობლად აღემატება გასული წლის ყველაზე აქტიურ - აგვისტოს მონაცემებსაც კი და შესაბამისად იძლევა რეალურ წინაპირობას, რომ წლევანდელი საკურორტო სეზონი "ცხელი" იქნება როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობითაც”,- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

ამავე მონაცემებით, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რუსეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ცალმხრივად დაწესების შემდეგ, საქართველოში ამ ქვეყნიდან ვიზიტების როდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ტენდენციამ უკვე უწყვეტი ხასიათი მიიღო, რაც 2012 წლის ივნისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100 პროცენტიან ზრდაში გამოისახა.  

ამასთან, მიმდინარე თვეში კიდევ უფრო გაიზარდა (85-დან 89 პროცენტამდე) ვიზების გაუქმების შემდეგ რუსეთიდან ვიზიტების გაშუალებული კუმულაციური ინდექსიც.

“საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობებით 2012 წლის მე-6 თვეშიც ტრადიციისამებრ ჩვენი უშუალო და ახლო მეზობლები აქტიურობენ, მათგან გამოსარჩევია თურქეთისა (145%) და უკრაინის (56%) მოქალაქეები, რომელთა პროცენტული მაჩვენებლები ინტენსიურ ზრდას აფიქსირებენ არა მხოლოდ 2011 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან, არამედ წინა თვის ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაშიც (შესაბამისად +14% და +41%). მატება ფიქსირდება რუსეთის (+100%), სომხეთის (+35%) აზერბაიჯანის (+32%) და ირანის (+68%) კუთხითაც. ასევე, კვლავ ნარჩუნდება მნიშვნელოვანი მატება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, საიდანაც სტუმრების ჩამოსვლების რაოდენობამ, მაგალითისათვის, ივნისის თვეშიც გადააჭარბა უკრაინისა და ირანის მაჩვენებლებს. ცალკე აღსანიშნავია გამორჩეული აქტივობა პოლონეთის, ბელორუსიის, მოლდოვის და ავსტრიის მოქალაქეების მხრიდან, სადაც შესაბამისად 46%, 40%, 72% და 63%-იანი ზრდა აღინიშნა”,- აცხადებენ შსს-ში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი: ღელავს ევროპა, ამერიკა, ამიტომაც ჩვენ აღარ გვეკადრება ქუჩის აქციები1
ბიძინა ივანიშვილი: მივიღე მოწვევა, თუმცა უარს ვამბობ აშშ-ში წასვლაზე2
გლდანის მერვე საპყრობილეში პატრული შევიდა3
ქართველმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალი მოიპოვეს4
შსს ჟინვალის რწმუნებულის მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X