თბილისის მშენებარე იუსტიციის სახლს საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. მე-10 და მე-11
კლასების იმ მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდულ პროექტებში, სამუშაოები მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დაათვალიერებინა.
გიორგი ვაშაძე „ლიდერთა სახლის" მონაწილეებს იუსტიციის სახლის კონცეფციაზე და მუშაობის
სპეციფიკაზე
ესაუბრა, გააცნო ისიც, თუ როგორ და რატომ დაიბადა 250-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში გაერთიანების იდეა და როგორ ფუნქციონირებენ დღეს-დღეობით იუსტიციის სახლები საქართველოში.
მინისტრის მოადგილემ ბავშვებს თბილისის იუსტიციის სახლში დანერგილი სიახლეების შესახებაც უამბო. გარდა იუსტიციის სახლებში უკვე არსებული სერვისებისა, დამატებით განთავსდება სამოქალაქოსა და საჯარო
რეესტრების
ბექ-ოფისები, ეროვნული ბანკი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ბანკების - თიბისის, საქართველოს ბანკისა და ლიბერთი ბანკის ფილიალები. მომხმარებელს კი საშუალება ექნება, ისარგებლოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით.
თბილისის იუსტიციის სახლში მოსული მოქალაქე პასპორტის, დაბადების მოწმობისა და სხვა
დოკუმენტების
ასაღებად განაცხადის გაკეთებას და მზა დოკუმენტების გატანას შენობაში შეუსვლელად, ავტომობილიდან გადაუსვლელად, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე,
Just Drive-ს
ფანჯარასთან
შეძლებს.
იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე იმუშავებს კაფე, სადაც მომხმარებელს თუნდაც ფინჯანი ყავის მირთმევის პარალელურად შეეძლება ნებისმიერი განაცხადის შევსება იქ მყოფი
ოპერატორის
დახმარებით
და რამდენიმე წუთში უკვე მზა დოკუმენტის მიღება. ამგვარი მომსახურება არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის და ის ქართული ნოვაციური ბრენდის ხარისხს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.
Internet.ge