ვაშინგტონში
ხელისუფლებამ სტიქიასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა,
რომელიც 15 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.
როგორც
ცნობილია, გადაუღებელმა წვიმამ და ქარმა აშშ-ის ატლანტიკის სანაპირო, მათ შორის
ვაშინგტონი, სერიოზულად დააზარალა.
მსხვერპლის რაოდენობამ უკვე 16-ს მიაღწია. დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი
ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სარემონტო სამუშაოები კი, როგორც შესაბამისი
სამსახურები აცხადებენ, მხოლოდ 7 დღეში შეიძლება დასრულდეს.
აღმოსავლეთ
სანაპიროზე კი ელექტროენერგიის გარეშე 4 მილიონამდე მომხმარებელია დარჩენილია
გამოცხადებული.
ზარალის
ოდენობას ითვლიან, თუმცა სპეციალისტების თქმით, ის არანაკლები იქნება, ვიდრე 2003
წელს ქარიშხალმა „იზაბელამ“ მიაყენა
ვაშინგტონს. მაშინ სტიქიით გამოწვეულმა ზარალმა 4,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დაღუპულთა რაოდენობა კი 50 იყო.
internet.ge