რუსეთის ანტისაჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის
სარდლობის შტაბის მეთაურმა ანდრეი დემინმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები მზად
არიან ჩამოაგდონ სამგზავრო თვითმფრინავი, თუკი ექნებათ დადასტურებული ინფორმაცია,
რომ ის ტერორისტებმა გაიტაცეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტისაკენ მიემართებიან.
თუ
ასეთი თვითმფრინავი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ობიექტებზე იქნება მიმართული,
მაგალითად, ბირთვულ ელექტროსადგურზე, სამხედრო და სახელმწიფო დანიშნულების
ობიექტებზე, რამაც კატასტროფული სიტუაცია შეიძლება შექმნას, მივიღებთ
თვითმფრინავის განადგურების გადაწყვეტილებას. პირველ რიგში გამოყენებული იქნება
გამანადგურებელი ავიაცია. გარდა ამისა, საეჭვო ობიექტს თანხლებას გაუწევენ
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამანადგურებლები - წერს ‘’ინტერფაქსი".
დემინმა
ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ზომა იქნება გამოყენებული, რომ
ტერორისტებს თვითმფრინავის დასმა აიძულონ.
განადგურების
შესახებ ბრძანებას უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა გასცემს. დემინის თქმით,
ასეთი გადაწყვეტილება ამერიკაში მომხდარი მოვლენების შემდეგ მიიღეს. იგულისხემბა
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი.
internet.ge