მოსკოვთან ახლოს, ელვისგან გაჩენილ ხანძარს, 2 წლის
ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მეხი ხის სახლს დაეცა, რამაც ცეცხლის გაჩენა
გამოიწვია.
უბედური შემთხვევსას 2 წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან სტუმრად
იმყოფებოდა სახლში მარტო აღმოჩნდა.
ბებია იმ დროისთვის მეზობელთან
იმყოფებოდა. იგი მეხის ჩამოვარდნის შემდეგ ბავშვის გამოსაყვანად გაიქცა, თუმცა, გოგონას
გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
შვილისშვილის გადარჩენის მცდელობისას მან მძიმე დამწვრობები მიიღო და ამ დროისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში, კლინიკაშია
მოთავსებული.
internet.ge