GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დღეიდან თბილისში 2 464 ახალი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს
16:02 02.07.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ახალი მანქანებით ხაზების დაკომპლექტების პროცესი დასრულდა. დღეიდან  თბილისელების უსაფრთხო და  კომფორტულ გადაადგილებაზე  2 464 ახალი, ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსი იზრუნებს.  

 

ახალი, 2011 წლის, ფორდის მარკის ყვითელი მანქანები კომფორტულია, აღჭურვილია კონდიცირების თანამედროვე სისტემით და უზრუნველყოფს თითოეული მგზავრის სრულიად უსაფრთხო გადაადგილებას. კომპანიამ აღებული ვალდებულება სრულად შეასრულა და მანქანების ჩამოყვანის პარალელურად, საკუთარი სურვილის გათვალისწინებით, სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდა ყველა იმ მძღოლს, რომელიც ადრე ძველ მანქანებზე მუშობდა. აღნიშნულ სფეროში ამჟამად 4 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

 

ახალ მიკროავტობუსებში მგზავრების საფასურის გადახდა ტრადიციულთან ერთად თანამედროვე საბარათე სისტემითაც არის შესაძლებელი. მანქანებში დამონტაჟდა შესაბამისი აპარატურა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს მგზავრობის ღირებულება იგივე ელექტრონული ბარათით გადაიხადოს, რომლითაც მუნიციპალურ ტრანსპორტში: მეტროში, ავტობუსსა და საბაგიროში სარგებლობს. სამარშრუტო ტაქსებში  შეღავათით სარგებლობს  სოციალურად დაუცველი მოსახლეობა და ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს იხდიან, მეორე ნახევარს სრულად თბილისის მერია ანაზღაურებს. 

 

მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიკროავტობუსები სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ კუთვნილ ავტოსადგომზე ჩერდება. ყოველდღიურად თითოეული მანქანა ავტოსადგომის სამრეცხაოში ირეცხება, ტექნიკურ დათვალიერებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ემსახურება მოსახლეობას. 

 

ზაფხულის პერიოდში, მოსახლეობისთვის კომფორტის შეთავაზების მიზნით, 1 ივლისიდან სამარშრუტო ტაქსებში სავალდებულო გახდა კონდიცირების სისტემის ჩართვა, რაც კომპანიის მიერ მკაცრად კონტროლდება.

 

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს კომპანია „თბილისი მიკროავტობუსის“  ავტოსადგომი დაათვალიერა, სამარშრუტო ტაქსების გამართულობა პირადად შეამოწმა და აღნიშნულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.

 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება1
"ქართული ოცნების" წევრი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა2
ეკატერინა ხვედელიძე ხმას მთაწმინდის ოლქში მისცემს3
ვანო მერაბიშვილი: ყოველმა მესამე პენსიონერმა დაზღვევით უკვე ისარგებლა4
ივანიშვილი: ჩვენ შევქმნით სეტყვის საწინააღმდეგო უვნებელ სისტემას5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X