მიხეილ ცაგარელი: გეომაგნიტური დღეა. დღეს
სავსემთვარეობაა. მოჭარბებული კოსმიური ენერგია მეტად განაპირობებს: კონფლიქტებს,
ტრავმებს, ავარიებს, აგრესიას, დეპრესიას, ჯანმრთელობის გაუარესებას,
გაუგებრობებს, ცდუნებებს და ა.შ, რაც ყველასაგან ითხოვს მეტ ყურადღებასა და
სიფრთხილეს.
მინერალებიდან სასიკეთოა: ონიქსი, აქატი, ყვითელი იასპი, გიშერი.
ფერებიდან დადებითია: ყვითელი, ბეჟი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი და
მწვანე.
კარგი სიზმრები შემდგომ ახდება. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ თხილს, შოკოლადს
და ალერგიის გამომწვევ სხვა პროდუქტებს.
მოქმედების მმართველი პლანეტა მარსი
გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში, რაც მეტად განაპირობებს მერყეობას, ყოყმანს,
ესთეტიკის მოთხოვნილებასა და დიპლომატურად, მშვიდობიანად მოქმქედების სურვილს.
კარგია ლოცვა, განმარტოვება და ფიქრი. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხელმძღვანელ
პირებთან ურთიერთობას, ვაჭრობას, გაცვლით ოპერაციებს, ქორწინებას, ახალი
კავშირების დამყარებას. ნუ გადაიტვირთებით. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს.
შესაძლოა შეგაწუხოთ უძილობამ.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა,
ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანი.
დღე დადებითია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და
მორიელისათვის, უარყოფითია – მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
internet.ge