საქმე
იმაშია, რომ ბუქარესტის ქუჩებში, საკანალიზაციო ჭის სახურავებს მართლაც საინტერესო
გამოსახულება ამშვენებს, რომელმაც ეკლესია აღაშფოთა. კერძოდ, ჭის სახურავებზე
გამოხატულია რუმინეთის დედაქალაქის გერბი - არწივი, რომელსაც ნისკარტით ჯვარი
უჭირავს და წმინდა დიმიტრი - ასევე ჯვრით ხელში.
ეკლესია ამას
მკრეხელობას უწოდებს, მითუმეტეს, რომ გამვლელები ქრისტიანული რწმენის სიმბოლოებზე
ფეხით დადიან.
ასეთი
საკანალიზაციო ჭის სახურავები ძირითადად ქალაქის ისტორიულ ნაწილშია.
მიტროპოლი
მათ შეცვლას მოითხოვს ნებისმიერი გამოსახულებით, რომელიც მორწმუნეთა
შეურაცხმყოფელი არ იქნება. ქალაქის ადმინისტრაციას შესაბამისი დავალება უკვე
მისცეს.
internet.ge