GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გაბუნია: სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასო უნდა გახდეს
18:45 03.04.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან დემოკრატების“ წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასო უნდა გახდეს, ვინაიდან არსებული ტარიფი, თბილისური ოჯახების დიდი ნაწილისთვის საკმაოდ რთული გადასახდელია.

 

ამის შესახებ განცხადება, გაბუნიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

 

დეპუტატის თქმით, ამერიკის "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ ამა წლის თებერვლის თვეში ჩატარებულ კვლევაში, მოსახლეობა “ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებში” ერთ-ერთ მწვავე პრობლემად საბავშვო ბაღებში არსებულ ფასებს ასახელებს.

 

"კვლევის მიხედვით მკაფიოდ ჩანს, რომ საბავშვო ბაღებში არსებული ტარიფი, რომელიც 30-დან 80 ლარამდე მერყეობს, თბილისური ოჯახების დიდი ნაწილისათვის საკმაოდ რთულად გადასახდელია. სწორედ ამიტომ, “ქრისტიან-დემოკრატებს” მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა  გაითვალისწინოს მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და როგორც სკოლა, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიც უფასო უნდა გახდეს. მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა კი საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფომ თბილისში არსებულ სკოლამდელი დაწესებულელებებს აღსაზრდელების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული სპეციალური ვაუჩერები უნდა გადასცეს, რაც საბავშვო ბაღებში ბავშვების აღზრდა-განათლების დაფინანსებას შეუწყობს ხელს.

 

"ვფიქრობ, რომ ამ  გადაწყვეტილებით სახელმწიფო თბილისურ ოჯახებს ხარჯებს მკვეთრად შეუმცირებს”, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მაია ფანჯიკიძე: ივანიშვილი კვლავ პრემიერობის კანდიდატად რჩება1
აფეთქება ჭიათურის მაღაროში2
რუსი ექსპერტი: რუსეთმა ბელორუსისგან შეიძლება აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება მიიღოს3
დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის წევრები დარახველიძის მოადგილედ ლელა გულედანის დანიშვნას ითხოვენ4
სოციალურად დაუცველმა პირებმა მერიის წინ აქცია შეწყვიტეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X